logo
ENG



ჩოლოიანის ადვოკატი: მარიამი ბრალს არ აღიარებს, უჭირს მეტყველება

19 დეკ 201913:38
3 წუთის საკითხავი
 

„მარიამი ბრალს არ აღიარებს, უჭირს მეტყველება და გარეშე პირი მოვიწვიეთ,“ - ამის შესახებ ადვოკატმა გაგი მოსიაშვილი განაცხადა, რომელის საავადმყოფოში ბრალის წარდგენას ესწრებოდა.

მოსიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჯანმთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მეტყველება უჭირს. 

„ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს დღეის მდგომარეობით, დაგვჭირდა გარეშე პირის მოწვევა იმისათვის, რომ ბრალის ფორმულირებას გასცნობოდა ჩვენთან ადვოკატებთან ერთად. გარეშე პირი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, რომელიც ადასტურებს, რომ პიროვნებას მართლა გაეცნო ბრალი.  გარეშე პირის მოწვევა ნიშნავს იმას, რომ ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბრალდებულმა ვერ შეძლო ხელი მოეწერა დოკუმენტს ამ შემთხვევაში ბრალის დადგენის დოკუმენტს, ამიტომ გახდა საჭირო პირის მოწვევა. ქალბატონი მარიამის ვერბალური და ჟესტიკულაციით გამოხატული სიტუაციიდან თუ ვიმსჯელებთ ზუსტი და მყარი კომუნიკაცია ვერ შედგა. ბრალს არ აღიარებს მარიამი. ძალიან დიდი ემოციური ფონია და უჭირს მეტყველებათუ რა დიაგნოზი აქვს მარიამს, დაცვის მხარე გამოითხოვს წერილობით ინფორმაციას მისი სამედიცინო ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც თქვენთვის იქნება ხელმისაწვდომი.

დღეის მდგომარეობით საქმეში დევს გარდაცვლილი ბავშვის დედის გამოკითხვის ოქმი, რომელიც რეალურად არის. არსებული დოკუმენტაცია, რომელიც რამდენიმე ხნის უკან გადმოგვეცა, დასტურდება მხოლოდ ერთი გარემოება, რომ საქმეში დევს ერთადერთი პირდაპირი ჩვენება. სხვა პირდაპირი მტკიცებულება ამ ეტაპზე საქმეში არ მოიპოვება. ვაპირებთ რომ რამდენიმე საათის შემდგომ, მას შემდეგ რაც კიდევ უფრო სრულყოფილად გავეცნობით ამ საქმის დეტალებს, მედიასთან გავმართოთ კომუნიკაცია, რათა დეტალურად მოგაწოდოთ ინფორაცია,“ - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადმოხტა. ის 17 დეკემბერს იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარს წინ უძღოდა „მწვანე სკოლის" ინციდენტთან დაკავშირებით, მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატის ინფორმაციით, მოზარდზე პოლიციაში ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. 


close დახურვა